NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
კალიების შემოსევა

ასობით მილიარდი კალია აღმოსავლეთ აფრიკის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა [ფოტოები/ვიდეო]

სამშაბათი, 17 მარტი, 2020 - 11:52
AFP
tbl.ge/4jg3
დაკოპირდა
AFP
AFP
AFP
EPA
EPA
Reuters
Reuters
EPA
Reuters

ჩრდილო აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკას ასობით მილიარდი კალიისგან შემდგარმა გუნდმა გადაურა. აფრიკის შემდეგ კალიების გუნდი არაბეთის ნახევარკუნძულზე და ახლო აღმოსავლეთში გადავიდა.

ყველაზე მეტად დაზარალდა აღმოსავლეთ აფრიკა და იემენი. საფრთხის წინაშე დგანან სპარსეთის ყურის ქვეყნები, საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი, ირანი, პაკისტანი და ინდოეთი. კალიების გუნდმა შესაძლოა უფრო ჩრდილოეთით, თურქეთამდეც მიაღწიოს.

უდაბნოს კალია, Schistocerca gregaria, ყოველდღიურად საკუთარი წონის რაოდენობის საკვებს ჭამს და სწრაფად მრავლდება. მათ ამგვარ გამრავლებას ხელი ძლიერმა წვიმებმა შეუწყო. კალიები წვიმის დროს მრავლდებიან, რადგან კვერცხს სველ ნიადაგში დებენ.

კალიები პირველად 2020 წლის იანვრის დასაწყისში სომალიში და ეთიოპიაში გამოჩნდნენ და შემდეგ კენიაში, სუდანსა და უგანდაში გავრცელდნენ. ივნისამდე მათი რიცხვი შესაძლოა 400-ჯერ გაიზარდოს.

საშუალოდ, კალიების გუნდი 100 კვადრატულ კილომეტრს იკავებს. გუნდში 4-დან 8 მილიარდამდე კალიაა და დღის განმავლობაში 3.5 მილიონი ადამიანის სამყოფ საკვებს ჭამენ. კენიაში დააფიქსირეს კალიების გუნდი, რომელიც 2,400 კვადრატულ კილომეტრს იკავებდა, რაც ნიუ-იორკის ზომაზე სამჯერ მეტია.

კალიები მოსავალს და მცენარეულ საფარს ანადგურებენ, რამაც შესაძლოა რეგიონში საკვების სერიოზული კრიზისი წარმოქმნას. ქვეყნები უკვე ებრძვიან კალიებს და შეწამვლის სხვადასხვა ხერხს იყენებენ, მათ შორის თვითმფრინავებითაც, თუმცა მთავრობებში აცხადებენ, რომ საჭირო ტექნიკის ნაკლებობა აქვთ.

იანვარში გაერომ განაცხადა, რომ კრიზისთან გასამკლავებლად 76 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა იყო აუცილებელი. ახლა ეს რიცხვი 138 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ 52 მილიონის მობილიზება მოხერხდა. აქედან 10 მილიონი ბილ და მელინდა გეითსების საქველმოქმედო ფონდის დონაციაა.

კალიებიაღმოსავლეთ აფრიკაგაეროახლო აღმოსავლეთიკალიების შემოსევა

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 19 მარტი, 2020 - 13:25სურსათის ეროვნული სააგენტო: უდაბნოს კალიის მიგრაცია საქართველოში არ დაფიქსირდება

კომენტარები

ბოლო სიახლეები

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 23:51

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 22:10

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:56

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:20

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:51

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
4ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕