კორონავირუსი

იდრის ელბას კორონავირუსი დაუდგინდა

იდრის ელბას კორონავირუსი დაუდგინდა - ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად დაადასტურა.

ბრიტანელმა მსახიობმა ტვიტერზე ვიდეო დადო, სადაც თავის ცოლთან ერთად საუბრობს.

"დღეს დილით COVID-19-ის ვირუსი დამიდგინდა. თავს კარგად ვგრძნობ, ჯერჯერობით არანაირი სიმპტომი არ მაქვს, თუმცა მას შემდეგ იზოლაციაში ვარ, რაც აღმოვაჩინე, რომ შესაძლოა ვირუსი მქონოდა. დარჩით სახლში და იყავით პრაგმატულები. გაგაცნობთ სიახლეებს როგორ ვიქნები. არ აყვეთ პანიკას", - დაწერა მსახიობმა ვიდეოს აღწერად.

იდრის ელბას თქმით, მას კორონავირუსზე ტესტირება პარასკევს ჩაუტარდა.

"საქმე სერიოზულად არის. ახლა არის დრო სოციალურად დისტანცირების, ხელების დაბანის", - ამბობს ის ვიდეოში.

კომენტარები