კინოთეატრები

ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის კინოთეატრებმა კორონავირუსის გამო მუშაობა შეაჩერეს

Express Co

ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის კინოთეატრებმა ახალი კორონავირუსის გამო მუშაობა შეაჩერეს. 

მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, აქამდე კინოთეატრები ბილეთებს შეზღუდული რაოდენობით ყიდიდნენ. სეანზებზე მაყურებლები ერთი ან მეტი სავარძლის დაშორებით სხდებოდნენ. საგანგებო მდოგმარეობის გამოცხადების შემდეგ ლოს-ანჯელესისა და ნიუ-იორკის მერებმა როგორც კინოთეატრების, ისე საკონცერტო დარბაზებისა და თეატრების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.

გასულ უიქენდზე ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრების შემოსავალმა 55.3 მილიონი დოლარი შეადგინა. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ეს რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. 

აშშ-ში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 3,805 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 73. გარდაიცვალა 69 ადამიანი.

კომენტარები