კინოთეატრები

რა ფილმებს იხილავს თბილისის კინოთეატრებში მაყურებელი 8 აპრილიდან

Be Funky

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1-ელი აპრილიდან კინოთეატრებს მუშაობის განახლების შესაძლებლობა ეძლევათ. კინოთეატრების ქსელის, Cavea-სა და ამირანის წარმომადგენლებმა დააზუსტეს, რომ მაყურებელი კინოდარბაზებს 8 აპრილიდან დაუბრუნდება.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე კინოსეანსები რეგულაციების დაცვით ჩატარდება. სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. კომენდანტის საათის გამო უკანასკნელი სეანსი 18:00 საათზე გაიმართება. ასევე არ გაიყიდება ყველა ბილეთი, რათა მაყურებლები კინოდარბაზში გარკვეული დაშორებით დასხდნენ. ყოველი სეანსის წინ ჩატარდება ზედაპირების დეზინფექცია.

რაც შეეხება აფიშას, დიდ ეკრანზე შესაძლებელი იქნება, როგორც ახალი, ისე ახლო წარსულში გამოსული ფილმების ნახვა : 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი ბლოკბასტერი Godzilla vs. Kong, კრისტოფერ ნოლანის უკანასკნელი ნამუშევარი Tenet, დისნეის ანიმაცია Raya and the Last Dragon, The Courier - ბრიტანული ჯაშუშური დრამა, რომელშიც მთავარ როლებს ბენედქტ კამბერბეჩი და მერაბ ნინიძე ასრულებენ, Tom and Jerry-ის სრულმეტრაჟიანი ანიმაცია, ლეგენდარული კომპიუტერული თამაშის, Mortal Kombat-ის ახალი ეკრანიზაცია.

კინოთეატრების ადმინისტრაცია გეგმავს ოსკარზე ნომინირებული ყველა ფილმის ჩვენებასაც. 

ამ ეტაპზე ზუსტად არ არის ცნობილი , გაიხსნება თუ არა 8 აპრილს კინოთეატრი აპოლო ბათუმში. სეანსების ზუსტი დრო და ბილეთების ღირებულება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

კომენტარები