აშშ-ში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 69-მდე გაიზარდა, გამოვლინდა ინფიცირების 122 ახალი შემთხვევა. სულ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვირუსით ინფიცირების 3,802 შემთხვევა აღირიცხა.
ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 170,027 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 77,778 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო დაიღუპა - 6,524.
რაც შეეხება საქართველოს, 16 მარტის მონაცმებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან, ინფექციური საავადმყოფოს ცნობით, ერთი პირი უკვე გამოჯანმრთელდა.





