ხარაგაულის სოფელ ხუნევიდან, მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია, კარანტინში გადაიყვანეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ქალი იტალიიდან რამდენიმე დღის წინ, ქმრის გარდაცვალების გამო ჩამოფრინდა. მისი სოფლიდან გაყვანა ადგილობრივებმა თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო მოითხოვეს.
ქალი წყალტუბოში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.





