"ეს ფოტოები 2001 წლის 5 ოქტომბერს, ფილმის Serendipity პრემიერაზეა გადაღებული. 11 სექტემბრის ტერაქტი ახალი მომხდარი იყო, ქალაქში ჯერ კიდევ კვამლი იდგა, ყველანი ვთვლიდით რომ პრემიერაზე მისვლა უგულო და უპატივცემულო იდეაა, თუმცა ჰარვიმ(ვაინშტაინი) დასწრება მოითხოვა. ნიუ-იორკში გავფრინდით და პრემიერა რაღაცნაირად გადავაგორეთ. მეორე დღეს ჰარვიმ დამირეკა, ჩემი ორი წლის ქალიშვილთან ერთად სტუმრად მოსვლა მთხოვა, მისი ქალიშვილიც იგივე ასაკის იყო, მე დავთანხმდი. როგორც კი მივედით ბავშვები ძიძამ სხვა ოთახში გაიყვანა, კარის დახურვისთანავე მან ყვირილი დაიწყო: "შე სულელო მ*****, შე წყეულო მ*****, ჩემი პრემიერა ჩაშალე". წარმოდგენა არ მქონდა რაზე საუბრობდა, კანკალმა ამიტანა. მან თქვა: "წითელ ხალიჩას იმისთვის გიგებ რომ ტრ*** და ძუ***** ათამაშო და არა წყეული ლესბოსელივით გამოიყურებოდე, შე წყეულო მ*****". შოკისგან ავტირდი, ვცდილობდი ამეხსნა "ჰარვი, ქალაქი ცეცხლშია გახვეული, ადამიანები ჯერ კიდევ დაკარგულ ნათესავებს ეძებენ, არც ერთ ჩვენთაგანს არ გვინდოდა პრემიერაზე წვეულებისთვის გამოწყობილებივით რომ მივსულიყავით". "არ მაინტერესებს, ეს ჩემი წყეული პრემიერაა, თუ მჭირდება ფ*** ხალიჩაზე, ასეც უნდა იყოს" - მიპასუხა ყვირილით ჰარვიმ. ბავშვთან ერთად დავტოვე იქაურობა. დიახ, ეს ერთ-ერთი იყო მრავალი მსგავსი გამოცდილებიდან, იმ დროს ვთვლიდი რომ ვერავინ დამეხმარებოდა და მსგავსი ქმედება დანაშაული არ იყო. იყო სხვა უღირსი წინადადებებიც, რომლებზეც უარს ვამბობდი, რის გამოც უსამართლოდ და შეუქცევადად დავისაჯე. განაჩენის გაგების შემდეგ ყველა სექსუალურად შევიწროებულ და გაუპატიურებულ ქალთან ერთად ვიგრძენი შვება. იმედია შევძლებთ მსგავსი ქცევის შეჩერებას ამ და სხვა ინდუსტრიებში. იმედი მაქვს, ჩვენი ინდუსტრია დაიწყებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების უკანონოდ გამოცხადებას, მათ გამოვლენას და აღკვეთას, ყველა გენდერისთვის, მუდამ. ბრავო როუზ!"