კანის კინოფესტივალი

შესაძლოა, კანის კინოფესტივალი კორონავირუსის გამო არ ჩატარდეს

indiewire

კანის კინოფესტივალის დირექტორის პიერ ლესკიურის თქმით, მსოლფიოში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გაუარესების შემთხვევაში, 2020 წლის კანის ფესტივალი არ ჩატარდება. 

"ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ განწყობას და ვიმედოვნებთ, რომ ეპიდემია პიკს მარტში მიაღწევს, ხოლო აპრილში შვებით ამოვისუნთქავთ" უთხრა ფრანგულ გამოცემას Le Figaro ლესკიურმა.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ კანის ფესტივალის წარმომადგენლობამ უარი თქვა დაზღვევაზე, რომელსაც მას კომპანია სთავაზობდა.

"ეს შემოთავაზება ათი დღის წინ მივიღეთ, თუმცა სრულიად არაპროპორციული იყო, რადგან კომპანია 6 მილიონი ევროს ანაზღაურებას გვპირდებოდა მაშინ, როდესაც ჩვენი ბიუჯეტი 32 მილიონ ევროს შეადგენს." აღნიშნა პიერ ლესკიურმა. 

კომენტარები