ტყის ხანძარი

ტყის ხანძრები საქართველოში - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბოლო მონაცემები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარისა და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის საქართველოს მასსშტაბით სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

ბოლო მონაცემებით, ხანძრები ლიკვიდირებულია:

  • სამეგრელო- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი: სოფელები ზღვაია, ნაკუფუ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი: ზემო ეწერი. ჩხოროწყუს 7 სოფელი, მარტვილში სოფელი ლესიჭინე.
  • გურია - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ვაკიჯვარი. ასევე ლიკვიდაციაა სოფელ მამათში
  • აჭარა - ქობულეთში
  • იმერეთში - ხონში, ტყიბულში, კოპიტნარსა და საჩხერეში.
  • კახეთში - გომბორის უღელტეხილზე.


ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის და კონტროლს ექვედებარება:

  • სამეგრელო- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩქვალერი.გურია- ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი.
  • რაჭა - ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელი კრიხი. ონის მუნიციპალიტეტი სოფელი ძეგლევი.
  • ქვემო ქართლი - დედოფლისწყარო.

ღია კერა შენარჩუნებულია:

აჭარა - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედე ჯოჭო. იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და 4 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.


საგანგებოს ცნობით, ბოლო 4 დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბის მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი. ცალკეულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები.

კომენტარები