უზენაესი სასამართლო

ნინო ქადაგიძე: სასამართლოს პირველად მიეცა შანსი, რომ მისივე წიაღიდან იყოს თავმჯდომარე

მივიღებ ალბათ ამ გამოწვევას. შემიძლია გულახდილად გითხრათ, რომ სრულიად მოულოდნელი იყო ჩემი კანდიდატურის დასახელება ამ ეტაპზე, მაგრამ რაღაც გარკვეული მოსაზრებების გამო და თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ვთვლი, რომ დღეს სასამართლოს მიეცა პირველად შანსი, რომ მოსამართლეთა წიაღიდან იყოს გამოსული თავმჯდომარე - უარი არ ვთქვი და უკან არ დავიხიე ამ შეთავაზებაზე. დანარჩენს ალბათ მომავალი გვაჩვენებს.

 

დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ იუსტიციის საბჭომ ნინო ქადაგიძე წარადგინა - მას მხარი 12-მა წევრმა დაუჭირა, ნაზი ჯანეზაშვილმა ბიულეტინი გააუქმა, ხოლო ანა დოლიძე პროტესტის ნიშნად სხდომას არ დასწრებია. ნინო ქადაგიძემ ამის შესახებ ტელეკომპანია იმედთან ისაუბრა.

კომენტარები