ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლი: ვხედავდი, როგორ გადადეს ყველაფერი ჩემმა გოგოებმა, რომ ერთმანეთზე ეზრუნათ

ანჯელინა ჯოლის შვილებს - 15 წლის ზაჰარას და 13 წლის შაილოს ოპერაციები ჩაუტარდათ. (შაილოს-ბარძაყზე, ზაჰარას-უცნობია)ამჟამად გოგოები კარგად  გრძნობენ თავს. მსახიობმა ამაზე გამოცემასთან Time ისაუბრა. 

"ვხედავდი, როგორ ზრუნავენ ერთმანეთზე ჩემი გოგოები. ჩემი ყველაზე უმცროსი გოგო საავდმყოფოს პერსონალს უყურებდა და სწავლობდა, როგორ დახმარებოდა დებს შემდეგში. ვხედავდი, როგორ გადადეს ყველაფერი ჩემმა გოგოებმა, რომ ერთმანეთზე ეზრუნათ და ამით სიამოვნება მიეღოთ. 

ასევე ვუყურებდი მათ და ვხედავდი, როგორ შეეჯახნენ შიშს, რომელსაც მედგრად შეხვდნენ. ყველამ ვიცით მომენტი, როდესაც ვერავინ დაგვეხმარება, უბრალოდ თვალები უნდა დავხუჭოთ და ვისუნთქოთ. მომენტი, როდესაც მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ ნაბიჯი და საკუთარ თავს რაღაცის გაკეთება ვაიძულოთ. 

 როდესაც ვიღაცამ ნახა, როგორ ეხმარებიან ერთმანეთს ჩემი გოგოები, მან  მითხრა: "გოგოებისთვის ეს ბუნებრივია." თავიდან გამეღიმა, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი, რამხელა ტვირთი ადევს ქალთა მოდგმას. გოგოსგან ელოდებიან, რომ ის სხვაზე იზრუნებს. შემდეგ, როდესაც იზრდება მთელი ცხოვრება უნდა  იზრუნოს, მოუაროს სხვებს. ხშირად გოგოებს აიძულებენ, იფიქრონ, რომ კარგები მხოლოდ მაშინ არიან, როდესაც სხვებზე ზრუნავენ და თუ ამას არ აკეთებენ და საკუთარ სურვილებს ასრულებენ ეგოისტებად იქცევიან 

პატარა გოგოების გახსნილი გონება და სხვებისთვის დახმარების გაწევის ინსტინქტი უნდა დაფასდეს და არა მათ წინააღმდეგ გამოიყენებოდეს. ყოველ სოციუმში მეტს უნდა ვაკეთებდეთ მათ დასაცავად: არა მხოლოდ იმ ექსტრემალური ძალადობის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ, არამედ სხვა, უფრო ფარული უსამართლობის წინააღმდეგაც, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება.

ამიტომ, ამ დღისთვის ჩემი სურვილია, რომ გოგოების დაფასება ვისწავლოთ. ვიზრუნოთ მათზე. ვიცოდეთ, რომ რაც უფრო ძლიერები გაიზრდებიან, მით უფრო ჯანმრთელები იქნებიან და მით უფრო მეტს გასცემენ ოჯახებისთვისა და მათი წრისთვის."

კომენტარები