NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
MH17

2014 წელს MH17-ის ჩამოგდებაზე სასამართლო სხდომამდე დაღუპულთა ოჯახებმა რუსეთს აქცია მოუწყვეს

ორშაბათი, 9 მარტი, 2020 - 14:46
tbl.ge/4iic
დაკოპირდა

8 მარტს ჰააგაში რუსეთის საელჩოსთან მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის MH17-ის ჩამოგდების შედეგად დაღუპულების ახლობლებმა რუსეთის უცვლელი უარყოფა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდებაში წვლილი არ მიუძღვის, 298 ცარიელი სკამით გააპროტესტეს.

"ამ ქმედებით რუსეთისთვის ნათელი უნდა გახდეს, რომ მათ გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლონ," - თქვა ერთერთმა მომიტინგემ, რომლის ძმა 2014 წელს თვითმფრინავის ჩამოგდებას ემსხვერპლა.

მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი 2015 წლის 17 ივლისს კუალა ლუმპურიდან ამსტერდამში მიფრინავდა, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინის თავზე, რუსეთის მხარდაჭერილი ამბოხებულების მიერ გასროლილმა რაკეტამ ჩამოაგდო. დაიღუპა ბორტზე მყოფი 298 ადამიანი. რუსეთი თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილეობას ამ დრომდე უარყოფს.

9 მარტს ამსტერდამში უკრაინაში მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი დაიწყო. პირველი სხდომა თვითმფრინავის ჩამოგდებიდან 5 წლის შემდეგ იმართება. ეჭვმიტანილია 3 რუსი და 1 უკრაინელი, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსული სარაკეტო სისტემის მოწყობაში, რომელმაც სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

ეჭვმიტანილები ამ დროისათვის, სავარაუდოდ, რუსეთში იმყოფებიან და სასამართლო პროცესს არ დაესწრებიან.

ჰოლანდიელი გამომძიებლებით დაკომპლექტებული საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი სამხილებს რამდენიმე წლის განმავლობაში აგროვებდა, რის შემდეგაც დაკავების ორდერები გამოიცა 4 ეჭვმიტანილზე: სერგეი დუბინსკიზე, ოლეგ პულატოვზე და იგორ გირკინზე, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან და ასევე უკრაინის ერთ მოქალაქეზე - ლეონიდ ხარჩენკოზე.

გირკინი ამბობს, რომ ამბოხებულებს კავშირი არ აქვთ თვითმფრინავის ჩამოგდებასთან. სხვა ეჭვმიტანილები კომენტარს არ აკეთებენ.

2018 წელს გამოძიებამ დაადგინა, რომ რაკეტა, რომელმაც მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი MH17 ჩამოაგდო რუსული წარმოშობისაა და რუსეთის შეიარაღებული ძალების 53-ე ბრიგადიდან გაისროლეს.

გამოძიებაში მონაწილეობდა უკრაინა, ნიდერლანდები, ავსტრალია, მალაიზია და ბელგია. 2017 წელს ისინი შეთანხმდნენ, რომ სასამართლო ნიდერლანდებში გამართულიყო.

პროკურორების თქმით ეჭვმიტანილებს ბრალად ედებათ 298 ადამიანის მკვლელობა და თვითმფრინავის ჩამოგდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ, თუმცა რუსეთი საკუთარი მოქალაქეების ექსტრადიციაზე უარს ამბობს. გარდა ამისა კრემლი არ აღიარებს საერთაშორისო გამოძიების და დამოუკიდებელი სასამართლოს ლეგიტიმურობას.

რუსეთიჰააგამალაიზიური ავიახაზებიMH17

ამავე თემაზე

  • ოთხშაბათი, 8 თებერვალი, 2023 - 23:25არსებობს ნიშნები, MH17-ის ჩამომგდები რაკეტა სეპარატისტებს პუტინის ნებით მისცეს – გამოძიება
  • ხუთშაბათი, 17 ნოემბერი, 2022 - 21:38ნიდერლანდების სასამართლომ MH17-ის ჩამოგდების გამო სამ პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
  • პარასკევი, 10 ივლისი, 2020 - 18:11ნიდერლანდები რუსეთის წინააღმდეგ MH17-ის ჩამოგდების გამო სარჩელს შეიტანს ECHR-ში
  • პარასკევი, 14 თებერვალი, 2020 - 14:36რუსების 10%-ს სჯერა, რომ 2014 წელს მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი რუსეთმა ჩამოაგდო
  • ოთხშაბათი, 17 ივლისი, 2019 - 14:48 ევროკავშირი: რუსეთს მოვუწოდებთ პასუხისმგებლობა აიღოს თვითმფრინავის MH17 ჩამოგდებაზე

კომენტარები

ბოლო სიახლეები

CNN: ტრამპი ემხრობა რუსეთის სანქციების კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ლინდსი გრემი ცდილობდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 03:06

CNN: ტრამპი ემხრობა რუსეთის სანქციების კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ლინდსი გრემი ცდილობდა

გორში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა – ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:58

გორში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა – ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:43

Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:28

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 22:41

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕