ხანძარი

ამბროლაურში ტყის ხანძრის ჩაქრობაში ორი ვერტმფრენია ჩართული

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამბროლაურში სოფელ შუა კრიხის მიმდებარედ ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში ორი ვერტმფრენია ჩართული. 

"რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. ცეცხლს ვერტმფრენებთან ერთად 150-ამდე მეხანძრე-მაშველი ინდივიდუალური სპეც ტექნიკის საშუალებით აქრობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა,"- წერია განცხადებაში. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე შექმნილ სამუშაო შტაბს შს მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე ხელმძღვანელობს. 

"ხანძრის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება,"- წერია განცხადებაში.

კომენტარები