კორონავირუსი

ბოლო მონაცემებით Covid 19-ით ინფიცირებული 104 000-მდე პირიდან 58 456 გამოჯანმრთელდა, 3 522 დაიღუპა

Reuters

7 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ჯამში 103 749 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 58 456 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 522 - დაიღუპა. ამ დროისთვის Covid 19-ით 41 771 ადამიანი რჩება დაავადებული მსოფლიოს 98 ქვეყანაში. აქედან 6 137 ადამიანი სერიოზულ ან კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ამ დროისთვის ყველაზე მეტი ინფიცირებული (22 071 დაავადებული + 55,510 გამოჯანმრთელებული + 3,070 დაღუპული) კვლავ ჩინეთს ჰყავს (აქედან 5 489-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა "სერიოზული" ან "კრიტიკულია). მას მოსდევს სამხრეთ კორეა (6 875 დაავადებული + 118 გამოჯანმრთელებული + 48 დაღუპული), ირანი (4 009 ინფიცირებული + 1 669 გამოჯანმრთელებული + 145 დაღუპული), იტალია (3 916 დაავადებული + 523 გამოჯანმრთელებული + 197 - დაღუპული).

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 717-მდე გაიზარდა გერმანიაში (აქედან გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი), ხოლო 653-მდე საფრანგეთში (აქედან გამოჯანმრთელდა 12 და დაიღუპა 9 ადამიანი).

საქართველოში ამ დროისთვის ინფიცირებულია 12 ადამიანი. აქედან ერთის მდგომარეობა "საშუალოზე მძიმეა".

კომენტარები