ოზურგეთი

ოზურგეთის მერია 8 მარტს 40 ქალს მიქსერს აჩუქებს

amazon

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 8 მარტს 40 წარმატებულ ქალს მიქსერებს აჩუქებს. ინფორმაცია ტაბულას მერიაში დაუდასტურეს. 

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ტენდერის ღირებულება 11 460 ლარია და მასში მიქსერებისა და 8 მარტს დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველოფის საფასური შედის. 

"საჩუქრის აღწერილობა: სამზარეულო ტექნიკა მიქსერი სადგამითა და მეტალის ქვაბით (ქვაბის ზომა არანაკლებ 2 ლიტრისა, დანართი N2-ში მოცემულია ვიზუალური მხარე. მიქსერი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, მუშა მდგომარეობაში. საგარანტიო არანაკლებ 6 თვე",-ვკითხულობთ დოკუმენტაციაში.   

ოზურგეთის მერიაში ტაბულას უთხრეს, რომ 40 წარმატებული ქალი სხვადასხვა სფეროდან აირჩიეს. მათი ინფორმაციით, ქალები ყოველწლიურად ჯილდოვდებიან, თუმცა ყოველ წელს საოჯახო ტექნიკა არ გადაეცემათ.

"მიქსერები შეირჩა იმიტომ, რომ დედები ჯილდოვდებიან. ეს არ არის მხოლოდ ქალისთვის საჩუქარი, ეს არის საოჯახო საჩუქარი და ამით შეუძლია, ისარგებლოს ყველამ",-ამბობენ მერიაში.

ზუგდიდის მერია ქალებს 8 მარტის მისალოცად ხორცსაკებ მანქანებს აჩუქებს.

კომენტარები