პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ვანო მერაბიშვილზე.
ვანო მერაბიშვილმა დღეს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხელისუფლების შეცვლაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ახარებს ოპოზიციის ერთიანობა და ერთიანი ოპოზიცია გაიმარჯვებს. იქვე აღნიშნა, რომ როცა ხელისუფლება დაემხობა, პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან. "მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისათვის რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოცილდეს. მე გაძლევს გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება და ქვეყანა წავიდეს წინ."