შოთაძის მოსმენა

შოთაძე ხოშტარიაზე და ბოკუჩავაზე: მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო დასაწყისში მომხდარ ინციდენტს. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. ძალიან სამწუხაროა ის გარემოება, რომ ამ ყველაფრის მომწყობებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ, მოესმინათ ხედვები, მოსაზრებები პროკურატურის განვითარებაზე და შემდგომ გამოეხატათ კრიტიკული პოზიცია, რეალობა ის არის, რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. თუ ისინი ფიქრობენ, რომ  ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი, ძალიან მწარედ ცდებიან. მსგავსი ქმედებებით, თვითონ მსგავსი ქმედებების ჩამდენი ადამიანები რჩებიან შეურაცხყოფილი. ეს არის ძალიან ადამიანური რეალობა. მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველაო, ნათქვამია, ეს არის ჩემი პოზიცია იმაზე, რაც მოხდა. 

ყოფილი და მომავალი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ელენე ხოშტარიაზე და თინა ბოკუჩავაზე საუბრობს, რომლებიც მის მოსმენაზე ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ და უთხრეს, რომ ის ივანიშვილის მონაა.

კომენტარები