აქცია განათლების სამინისტროსთან

უცხოეთიდან მობილობის მსურველი სტუდენტები უნარების გამოცდის გაუქმებას ითხოვენ

განათლების სამინისტროს შენობასთან სტუდენტებმა, რომლებიც უცხოეთის უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ და ახლა საქართველოში სურთ სწავლის გაგრძელება, აქცია გამართეს.

მათ საქართველოს უნივერსიტეტებში მობილობა უნარ-ჩვევების გამოცდის ჩაბარების გარეშე სურთ.

განათლების სამინისტროს წინ სტუდენტებმა კარვები გაშალეს და სავალი ნაწილის გადაკეტვაც სცადეს. ისინი რამდენიმე დღეა განათლების მონისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

"ვითხოვთ, რომ შეგვხდეს მინისტრი, რომელიც ერთი ერთი კვირის განმავლობაში გვემალება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ გაგვიუქმონ დამატებითი რეგულაცია, რაც ითვალისწინებს, რომ მოიხსნას უნარების გამოცდა", - ამბობს აქციის მონაწილე სტუდენტი.

ამ დროისთვის სტუდენტებმა საქართველოს პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

კომენტარები