სენატორების და კონგრესმენების წერილი

GSAC კონგრესმენების წერილებზე: ხელისუფლება გონს მოეგოს და ადეკვატურად შეაფასოს რეალობა

IPN

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის შეფასებით, ხელისუფლებამ რეალობა ადეკვატურად უნდა შეაფასოს. ხარშილაძემ განცხადება სტრატეგიული ანალიზის ცენტრის და მასთან აფილირებული ექსპერტების სახელით, კონგრესმენების და სენატორების კრიტიკულ წერილებთან დაკავშირებით გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ამერიკელი პარტნიორების კრიტიკა არის საქართველოს ხელისუფლების და არა საქართველოს კრიტიკა.

"დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ჩვენი პარტნიორობა დასავლეთთან არის ერთერთი მთავარი მიღწევა საგარეო პოლიტიკის და ეს არის არა რომელიმე მთავრობის, არამედ მთლიანად ქვეყნის და ხალხის მიღწევა. შესაბამისად, აუცილებელია და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გონს მოეგოს, ადეკვატურად შეაფასოს რეალობა და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორის სტატუსი, რომელსაც მოყვება პირდაპირ ქართველი ხალხის კეთილდღეობა და რომლის დაკარგვა იქნება მათი ყველაზე დიდი დანაშაული" - თქვა ხარშილაძემ.

მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო და დემონსტრანტები სპეცრაზმით დაარბია, საქართველოს მთავრობამ ამერიკელი კონგრესმენების და სენატორებისგან რამდენიმე კრიტიკული წერილი მიიღო. 30 იანვარს კი, გიორგი გახარიას წერილი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშმა და კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა გაუგზავნეს. ისინი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

კომენტარები