იმნაძე კორონავირუსზე: საჭიროა სიფხიზლე, თუმცა საპანიკო, თავზე ნაცარწასაყრელი არაფერი გვჭირს

ჩვენ, ქართველები, ემოციური ხალხი ვართ და ბევრ რამეზე ვნერვიულობთ ისეთზე, რომელიც სანერვიულო არ არის და არ ვნერვიულობთ რაღაცებზე, რომელიც სანერვიულოა. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, მაგრამ საპანიკო და თავზე ნაცარწასაყრელი არაფერი არ გვჭირს.

ოფიციალური მონაცემებით, 200-ზე ცოტა მეტია გარდაცვლილი და თითქმის 200 გაწერილი. ანუ დაახლოებით იმდენივე დაიღუპა, რამდენიც უკვე გამოჯანმრთელდა. აქედან გამომდინარე, ეს დაავადება არ არის განუკურნებელი. ჯერ მონაცემები ცოტაა, მაგრამ ლეტალობა არის 2%-ის ფარგლებში და ეს არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე იყო სარსის დროს - თითქმის 10%, მერსის დროს - 30%-ზე მეტი. ეს არის წინა კორონავირუსები.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ეს განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. პრესკონფერენციაზე ასევე ითქვა, რომ საქართველოს მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს და ქვეყანაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კომენტარები