ბრაიან კრენსტოუნი

ბრაიან კრენსტოუნმა გამაგრილებელი სასმელის რეკლამაში სცენა ფილმიდან Shining გაითამაშა

ბრაიან კრენსტოუნმა, რომელსაც მაყურებელი სერიალიდან Breaking Bad იცნობს, გამაგრილებელი სასმელის Mountain Dew Zero Sugar რეკლამაში სცენა კუბრიკის საკულტო ფილმიდან Shining გააცოცხლა. 

კრენსტოუნი ჯეკ ნიკოლსონის პერსონაჟის აბაზანაში ცულით შევარდნის ეპიზოდს გაითამაშებს, თუმცა ამჯერად შეშინებულ ცოლს უშაქრო სასმელს შესთავაზებს.

რეკლამაში ასევე გაიელვებს ორი საკულტო მომენტი ფილმიდან: სისხლის ტალღის მაგივრად დერეფანი Mountain Dew Zero Sugar-ით ივსება, ხოლო ტყუპ გოგოებს ასევე კრენსტონი ასრულებს. 

კომენტარები