თრეილერები

ნიკოლ კიდმანის ახალი სერიალის The Undoing თიზერი გამოვიდა

ტაბულა

ნიკოლ კიდმანი HBO-ს ახალ პროექტში The Undoing მთავარ როლს შეასრულებს. 

სერიალს ჯინ ჰანფ კორელიცის წიგნის მიხედვით გადაიღებენ. სიუჟეტის მიხედვით, მთავარი პერსონაჟის - გრეისის წიგნის გამოცემის დღეს მისი ქმარი გაქრება, რაც უსიამოვნო სკანდალს გამოიწვევს. 

შოუში ასევე ვიხილავთ: ჰიუ გრანტს, დონალდ საზერლენდს, ედგარ რამირესს, ნოას ჯუპს. სერიალის სცენარისტი დევიდ ი კელი იქნება. (Big Little Lies)

სერიალი 2020 წლის მაისში გამოვა. 

კომენტარები