თრეილერები

ელ ფანინგის მონაწილეობით ახალი სერიალის The Great თრეილერი გამოვიდა

ტაბულა

სტრიმ სერვისის HULU ახალი კომედიური პროექტის, რომელშიც მთავარ როლებს ელ ფანინგი და ნიკოლას ჰოულტი ასრულებენ, თრეილერი გამოვიდა. 

სიუჟეტის ცენტრში სოფია ფრედერიკა ავგუსტა ფონ ანჰალტ-ცერბსტია, რომელიც პეტრე მესამეს ცოლად გაჰყვება, თუმცა მალევე ძლიერ მმართველად - ეკატერინე მეორედ იქცევა. 

შოუს პრემიერა 15 მაისს არის დაგეგმილი.

კომენტარები