კობი ბრაიანტი

კობი ბრაიანტთან ერთად ვერტმფრენის ჩამოვარდნისას მისი 13 წლის შვილიც დაიღუპა

კობი ბრაიანტი და მისი შვილი, ჯაიანა ბრაიანტი.

კობი ბრაინტთან ერთად ვეტრმფრენის ჩამოვარდნისას მისი 13 წლი შვილი ჯიანა ბრაიანტიც დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას СNN ავრცელებს.

კალათბურთის ლეგენდა, 41 წლის კობი ბრაიანტი, დღეს კალაბასასში ვერტფმრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა. ტრაგედიის შედეგად მთლიანობაში 5 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით ვერტმფრენში მჯდომი არც ერთი ადამიანი არ გადარჩენილა.

41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი 20 წლის განმავლობაში ლოს ანჯელეს ლეიკერსის ღირსებას იცავდა.

NBA-ში 20-წლიანი კარიერის განმავლობაში კობიმ 18-ჯერ ითამაშა All Star-ი, ყველა ვარსკვლავის მატჩი.

მან ლეიკერსის რიგებში ჩემპიონის ტიტული 5-ჯერ მოიგო.

ასევე, ორჯერ დაასახელეს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ, ოთხჯერ - ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთესო კალათბურთელად.

NBA-ში კობი ბრაიანტმა მთლიანობაში 33 643 ქულა მოიპოვა და ამ სტატისტიკაში მეოთხე ადგილზეა.

ლეგენდარულმა კალათბურთელმა ლოს ანჯელეს ლეიკერსი და NBA 2016 წელს დატოვა

კომენტარები