ბრიტანელ მოგზაურს, რომელიც ველოსიპედით სხვადასხვა ქვეყნებს სტუმრობს, თბილისში, 2 დღის წინ, ველოსიპედი მოპარეს.
ამის შესახებ მოგზაური Facebook-ის ჯგუფ Spend 4 Seasons in Georgia წერს.
როგორც როუენ კემპბელი ამბობს, მან მოგზაურობა სინგაპურიდან დაიწყო და 11 ქვეყანას ესტუმრა. ველოსიპედით კი 7500 კილომეტრი გაიარა, - "მინდა კვლავ გავაგრძელო ჩემი მოგზაურობა, მაგრამ თუ ველოსიპედს ვერ დავიბრუნებ მომიწევს დავასრულო. თუ ვინმემ შენიშნა ჩემი ველოსიპედი სადმე, გთხოვთ დამიკავშირდით", - წერს ტურისტი.
მოგზაურის თქმით, მან პოლიციას უკვე მიმართა, მაგრამ, როგორც იგი განმარტავს, იმ ტერიტორიაზზე, საიდანაც ველოსიპედი მოიპარეს, კამერების არარსებობის გამო პოლიციას უჭირს დაკარგული ნიივთის ძებნა.
ფოტო: Spend 4 Seasons in Georgia