შტორმი გლორია

ესპანეთში შტორმს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაკარგულად ითვლება 4 პირი

ესპანეთში შტორმს, ძლიერ წვიმას და ქარს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 4 ადამიანი.

შტორმმა წყალდიდობა გამოიწვია და ქუჩები დატბორა. შტორმმა გლორიამ გადაუარა ბალეარის კუნძულებს. მალიორკაზე ძლიერი ღელვის და ტალღების გამო მოსახლეობის ნაწილს სახლების მიტოვება მოუხდა. შტორმმა დააზარალა კატალონია, ვალენსია და მურსიისა და ანდალუსიის რეგიონები.

4 ადამიანი დაიღუპა კატალონიაში, 5 ვალენსიაში, 2 ანდალუსიაში, ერთი კასტილია და ლეონის რეგიონში, ერთი კი ასტურიასში. მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება. კატალონიასა და ბალეარის კუნძულებზე ამ დრომდე ეძებენ 4 ადამიანს.

პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი შტორმისგან დაზარალებულ რეგიონებში ჩავიდა. ესპანეთის მთავრობა საგანგებო ზომების მიღებაზე სპეციალურად დანიშნულ შეხვედრაზე იმსჯელებს.

კომენტარები