მათიკაშვილი: ხორავას საქმესთან მიმართებაში შოთაძე მოიქცა, როგორც მაღალი პროფესიონალი

შოთაძის მიმართ თუ თქვენ შეატყვეთ, განსაკუთრებული მიუღებლობა აქვთ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, არ ვიცი რაღაც გარკვეული შიში ამოძრავებთ მათ თუ ცუდი მოგონებები ამოძრავებთ ამ თემასთან მიმართებაში. შეგახსენებთ, რომ სწორედ შოთაძის მთავარი პროკურორობის დროს იქნა გამოძიებული თითქმის ყველა ის საქმე, სადაც დამნაშავეები ნაციონალური მოძრაობის წევრები და ლიდერები იყვნენ. მაგ დროს გაიხსნა რობაქიძის, გირგვლიანის,  26 მაისის, იმედის დარბევის საქმეები. 

გიგი უგულავას ვუსმენდი, რაღაც აგონიაშია მე მგონი ეს ხალხი, იმდენად რაღაც დაუძლეველი წინააღმდეგობა გააჩნიათ ამ პიროვნების მიმართ და სწორედ იმიტომაც, რომ ეს პიროვნება ძალიან კარგად ასრულებდა თავის მოვალეობებს. ზუსტად ასრულებდა, კანონის ზედმიწევნით ცოდნით და მაღალი პროფესიონალიზმით. 

ხორავას საქმის თემასთან მიმართებაში ირაკლი შოთაძე მოიქცა, როგორც მაღალი პროფესიონალი და მოიქცა როგორც მაღალი მორალის მქონდე ადამიანი, როდესაც იმ წუთშივე, რომ საზოგადოებას რაიმე სახის კითხვა არ დარჩენოდა, როცა სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება , რაც მიიღო მთავარი პროკურორი გადადგა. ეს მის არა მხოლოდ მის პროფესიონალურ მხარეს უსვამს ხაზს, როგორც ქვეყანაში პირველი მბრალმდებლის, ამავდროულად ის მის პიროვნულ ხასიათზეც ძალიან აქტიურად მეტყველებს. მე მის კანდიდატურას რა თქმა უნდა მხარს დავუჭერ. მთლიანად მისი მოღვაწეობის და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე. მან იცის რომ სკამი და თანამდებობა არ არის მთავარი და მთავარი არის საქმე, სამშობლოს სიყვარული და საზოგადოება.

 

 

უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნების შესახებ ტვ პირველის ეთერში საუბრობს.

კომენტარები