საქართველოს პრეზიდენტი

ადმინისტრაცია უარყოფს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტმა დაცვის სამსახურს ჩოხის ტარება მოსთხოვა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა დაცვის სამსახურისგან ჩოხა-ახალუხის ტარებას ითხოვს.

"ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის მისამართით, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია მოახდინოს. როგორც ჩანს, ფეიკ-ნიუსის ავტორებმა არ იციან რა განსხვავებაა პირად დაცვასა და საპატიო ყარაულს შორის. ცერემონიების დროს ჩოხის გამოყენება არის ქართული ტრადიციების პატივისცემა, გარდა იმისა, რომ ეს ცრუ-ინფორმაცია ემსახურება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, ის შეურაცხყოფს ეროვნულ ფასეულობებს და ქართულ ტრადიციებს", - ამბობენ ადმინისტრაციაში.

მთავარმა არხმა 11 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაცვის სამსახურისგან სპორტული ტანსაცმლის ნაცვლად ჩოხა-ახალუხის ტარება მოითხოვა. ტელევიზიის ინფორმაციით, შესაბამისი მოთხოვნით პრეზიდენტმა ჯერ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს ანზორ ჩუბინიძეს მიმართა, შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროს, თუმცა უარი მიიღო.

კომენტარები