აშშ-ირანი

გაერო მიესალმება ირანსა და აშშ-ს შორის კონფლიქტის შემცირების ნიშნებს

tehrantimes.com

გაეროს სპიკერის სტეფან დიუჟარიკის თქმით, გაერო მიესალმება ირანსა და აშშ-ს შტატებს შორის კონფლიქტის შემცირების ნიშნებს. 

"ეს ჩვენი საერთო მოვალეობაა, გამოვიყენოთ ყველანაირი ძალისხმევა, რომ ავირიდოთ ომი, რომელსაც მსოფლიო ვერ გაწვდება. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ომის საშინელი ტანჯვა, როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტს უბრალო ხალხი იხდის". - განაცხადა დიუჟარიკმა. 

დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა.

მისი თქმით, ირანის მიერ ბაღდადში ამერიკის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაშავებულა. ტრამპმა პრესკონფერენციაზე ასევე ცნობილი გახადა, რომ ამერიკა ირანს ახალ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს და ნატოს მოუწოდა, რომ უფრო აქტიურად ჩაერთნონ შუა აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში.

ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე შეტევა ირანიდან 8 იანვარს გვიან ღამით განხორციელდა.

ირანელმა კანონმდებლებმა გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო აშშ-ის შეიარაღებული ძალები ტერორისტებად გამოაცხადა. პარლამენტმა გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

3 იანვარს ბაღდადში აშშ-ის სარეკეტო თავდასხმისას ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკვდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ირანის ყველა სამხედრო აქტივობის უკან სწორედ სოლეიმანი იდგა. ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამინეი სოლემანის მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს სასტიკი შურისძიებით დაემუქრა. მსგავსი განცხადებები გააკეთეს, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა.

 

კომენტარები