აშშ-ირანი

დონალდ ტრამპი: ამერიკა ირანის რეჟიმს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს

დონალდ ტრამპი
WSJ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალ ტრამპა, თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა და ირანის შესახებ ისაუბრა.

დონალდ ტრამპის თქმით, გასულ კვირას ამერიკამ საბოლოო მიიღო მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის, ყასემ სოლეიმანის მოცილების შესახებ გადაწყვეტილება. მისივე თქმით, სოლეიმანი ბოლო დღეების განმავლობაში ამერიკელებზე თავდასხმას გეგმავდა, თუმცა მათ მისი შეჩერება შეძლეს.

"როგორც ყუდსის ძალების მეთაური, ყასემ სოლეიმანი პირადად იყო პასუხისმგებელი აბსოლუტურად საშინელ საქმეებზე - ის წვრთნიდა ტერორისტების არმიას ჰეზბოლას ჩათვლით, იწყებდა ტერორისტულ თავდახმებს სამოქალაქო პირების მიმართ და ასაზრდოებდა სისხლიან სამოქალაქო ომებს რეგიონში. მან სასტიკად მოკლა და დაჭრა ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი. სოლეიმენმა აწარმოა უკანასკნელი შეტევები ამერიკელებზე ერაყში, რამაც გამოიწვია მათი დაშავება და ერთი ამერიკელის გარდაცვალება და მან ასევე კოორდინირება გაუწია ამერიკის საელჩოზე თავდასხმას ბაღდადში. ბოლო დღეების განმავლობაში ის გეგმავდა ახალ შეტევას ამერიკელებზე, მაგრამ ჩვენ ის შევაჩერეთ. სოლეიმანის ხელები გასვრილი იყო ამერიკელებისა და ირანელების სისხლში. მას დიდი ხნის წინ უნდა მოღებოდა ბოლო", - თქვა დონალ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ამერკა ირანს ახალ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს.

"ყასემ სოლეიმანის მოშორებით ჩვენ გავუგზავნეთ ძლიერი მესიჯი ტერორისტებს, რომ თუ შენთვის ღირებულია შენი საკუთარი სისოცხლე, ვერ დაემუქრები ჩვენი ხალხის სიცოცხლეს და ჩვენ ვაგრძელებთ ვარიანტების შეფასებას ირანის აგრესიის საპასუხოდ - ამერიკის შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ დაუწესებს ირანის რეჟიმს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს. ეს ძლევამოსილი სანქციები დარჩება მანამ, სანამ ირანი არ შეცვლის თავის ქცევას", - თქვა დონალდ ტრამპმა.

ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე შეტევა ირანიდან 8 იანვარს გვიან ღამით განხორციელდა.

დონალდ ტრამპის თქმით, შეტევის შედეგად არც ერთი ამერიკელი არ დაშავებულა.

ირანელმა კანონმდებლებმა გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო აშშ-ის შეიარაღებული ძალები ტერორისტებად გამოაცხადა. პარლამენტმა გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

3 იანვარს ბაღდადში აშშ-ის სარეკეტო თავდასხმისას ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკვდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ირანის ყველა სამხედრო აქტივობის უკან სწორედ სოლეიმანი იდგა. ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამინეი სოლემანის მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს სასტიკი შურისძიებით დაემუქრა. მსგავსი განცხადებები გააკეთეს, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა.

კომენტარები