მანამ, სანამ ამერიკის პრეზიდენტი ვარ, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი. მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ამერიკელი ხალხი უნდა იყოს ძალიან მადლიერი და ბედნიერი - არც ერთი ამერიკელი არ დაშავებული გუშინ ირანის რეჟიმის შეტევის შედეგად. ყველა ჩვენი ჯარისკაცი უსაფრთხოდ არის და ძალიან მინიმალური ზიანი მიიღო ჩვენმა სახედრო ბაზამ. ამერიკის დიდებული ძალები მზად არიან ყველაფრისთვის. ჩანს, რომ ირანი შეჩერდება, რაც კარგი ამბავია ყველა შეწუხებული მხარისა და ძალიან კარგი ამბავია მსოფლიოსთვის. არც ერთი ამერიკელის და ერაყელის სიცოცხლე არ დაგვიკარგავს უსაფრთხოების ზომებისა და გამაფრთხილებელი ნიშნების გამო, რომლებმაც კარგად იმუშავა.
tbl.ge/4ckb
დაკოპირდა

აშშ-ის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე შეტევა ირანიდან 8 იანვარს გვიან ღამით განხორციელდა - დონალდ ტრამპის თქმით შეტევის შედეგად არც ერთი ამერიკელი არ დაშავებულა. 3 იანვარს ბაღდადში აშშ-ის სარეკეტო თავდასხმისას ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკვდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ირანის ყველა სამხედრო აქტივობის უკან სწორედ სოლეიმანი იდგა.
ამავე თემაზე
- CENTCOM: ჰორმუზის სრუტე ღიაა, ირანი მას არ აკონტროლებს
- ტრამპი: ირანი გუშინ შეთანხმებას დათანხმდა, შემდეგ ერთ საათში გემს დრონი ესროლა
- აშშ-მ ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალი ტალღა მიიტანა
- აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
- ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ თუ გემებს ისევ დაარტყამენ, პასუხი "უარესი" იქნება




