ლედი გაგა

ლედი გაგა: 19 წლის ასაკში რამდენჯერმე გამაუპატიურეს

ლედი გაგამ ოპრა უინფრისთან ახალ ინტერვიუში მის ბავშვობაზე, პოსტ-ტრავმატულ აშლილობასა და პოპალურობის მოხვეჭაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ის 19 წლის ასაკში რამდენჯერმე გააუპატიურეს, რის შემდეგაც აშლილობა დაეწყო.

"19 წლის ასაკში რამდენჯერმე გამაუპატიურეს. გაუპატიურებისა და ამ ტრავმისთვის ყურადღების არ მიქცევის შედეგად პოსტ-ტრავმატული აშლილობა განმივითარდა", - თქვა მომღერალმა.

ლედი გაგას თქმით, ის იცნობდა იმ ადამიანს, რომელმაც მასზე იძალადა.

"უცბად ვარსკვლავი გავხდი და ვმოგზაურობდი მსოფლიოს ირგვლივ - სასტუმროს ოთახიდან ავტოფარეხებში, ლიმუზინიდან სცენებზე და ამას ვერასდროს ვუმკვლავდებოდი. ამის შემდეგ, უეცრად საშინელმა და ინტენსიურმა ტკივილმა მოიცვა ჩემი მთლიანი სხეული, რომელმაც იმ ავადმყოფობის სტიმულირება მოახდინა გაუპატიურების შემდეგ რომ აღმომაჩნდა", - თქვა მომღერალმა.

მომღერალს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის თემასთან დაკავშირებით 2015 წელს სიმღერა "Till It Happens To You" აქვს ჩაწერილი. მან ეს სიმღერა დაიან ვორენთან ერთად დოკუმენტური ფილმისთვის "The Hunting Ground" ჩაწერა, რაც აშშ-ში უნივერსიტეტის კამპუსებში გაუპატიურების შემთხვევებს ეხება.

 

კომენტარები