ვაჟა გაფრინდაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილი: ბარგში მქონდა შოკოლადი და მიწისთხილი, ახალი წლისთვის ვინახავდი

არ ვიცოდი [გათავისუფლებაზე], გუშინ საღამოს დავწერეთ ის წერილი, რა და როგორ იქნებოდა არ ვიცოდი, როდის მიაწვდიდნენ, როგორ მიაწვდიდნენ, დილით დაახლოებით 10-ის 20 თუ 25 წუთი იქნებოდა, დაცვა შემოვიდა, ნახეს ყველაფერი - შენიაო? კი, მე ვუთხარი, აბა სხვისი რა უნდა იყოს-მეთქი, ციხის უფროსი გეძახის და გაგიშვესო. ის ბარგიც მე არ ჩამილაგებია, იქ მქონდა რამდენიმე შოკოლადი, მიწისთხილი ახალი წლისთვის შენახული, იქ იქნებოდა პატარა ზეიმივით და ვფიქრობდი, რომ იქ საერთო სუფრაზე შევიტანდი, ან თუ ადრე გამომიშვებდნენ, იმას დავუტოვებდი

ვაჟა გაფრინდაშვილმა ბრიფინგზე გათავისუფლების შესახებ ისაუბრა. დღეს, 28 დეკემბერს საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლეს.

კომენტარები