ვაჟა გაფრინდაშვილი

გაფრინდაშვილის ძმა: ვაჟა გაფრინდაშვილს არაფერი უღიარებია

TV პირველი

"ვაჟას არაფერი უღიარებია. წერილი მისწერა, აღიარება არ არის",-ამბობს ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ძმა, ლევან გაფრინდაშვილი. 

"ნორმალურად ექცეოდნენ, არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. თავს ნორმალურად გრძნობს, ჯანმრთელობის მხრივ, მშვენივრად არის",-ამბობს ექიმის ძმა.

როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის ძმა, ლევან გაფრინდაშვილი ამბობს, დეტალურ ინფორმაციას გათავისუფლებული ექიმი მედიას ბრიფინგზე მიაწვდის.  

ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს, 28 დეკემბერს გათავისუფლდა. ის ოკუპანტებს 45 დღის განმავლობაში ჰყავდათ გატაცებული. 

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა 20 დეკემბერს მიუსაჯა. გაფრინდაშვილი ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით "გაასამართლეს".

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა. საოკუპაციო რეჟიმი მისგან “დანაშაულის აღიარებას" ითხოვდა, თუმცა, გაფრინდაშვილი აცხადებდა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები