ვაჟა გაფრინდაშვილი

ჰარცელი: მივესალმები გაფრინდაშვილის გათავისუფლებას და ახალ წელს თავის ოჯახთან დაბრუნებას

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას და ახალი წლისთვის თავის ოჯახთან დაბრუნებას მიესალმება - "ამავდროულად, ნება მომეცით, გადამკვეთი პუნქტების ხელახალი გახსნისთვის მყისიერი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობა გავიხსენოთ".

კარლ ჰარცელი განცხადებას თავის Twitter-ის გვერდზე ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გასათვისუფლებლად ევროკავშირის მხარე ჩართული იყო გამოსავლის პოვნის მცდელობაში.

20 დეკემბერს ევროკავშირმა მისი გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება გაავრცელა.

საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.

კომენტარები