სამთავრობო პროპაგანდა

წილოსანი პანდაზე: ჩვენს პოზიციას არ აჟღერებდნენ, მათი პირადი ინიციატივა იყო

მოვისმინე მათი განცხადება და შემიძლია დავადასტურო ჩემი მხრიდანაც, რომ ჩვენი, როგორც მმართველი გუნდის პოზიციას ისინი ნამდვილად არ აჟღერებდნენ. ყოველ შემთხვევაში ეს მათი პირადი ინიციატივა იყო

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი სარეკლამო კომპანია "პანდა"-ს ვიდეომიმართვაზე. პანდამ აღიარა, რომ ისინი თავისი რესურსებით "სისტემურად აკრიტიკებდნენ ოპოზიციას". 20 დეკემბერს Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. როგორც Facebook-ი აცხადებს, ჩატარებული გამოძიების მიხედვით, დაბლოკილი გვერდები სარეკლამო კომპანია "პანდასა" და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება.

კომენტარები