ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში ტრაილერისა და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.
ტაბულას შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.