პროპორციული სისტემა

პრეზიდენტი უცხოელებს: თუ დაუბალანსებული კრიტიკის განცდა დარჩა, ცუდად აისახება ორიენტაციაზე

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის აზრით, დასავლეთის მხრიდან "არადაბალანსებული კრიტიკა" ნეგატიურად აისახება ქვეყნის ორიენტაციაზე. სალომე ზურაბიშვილის პირველი არხის ეთერში, გადაცემაში "თავისუფალი ხედვა" ისაუბრა და თქვა, რომ უცხოელ პარტნიორებს აფრთხილებს.

"ვერ შევაფასებ, რამდენად სწორ ინფორმაციაზე დაფუძნებითაა [დასავლელი პარტნიორების კრიტიკა] თუ არასწორი, ეს თვითონ უნდა შეაფასონ, საიდან ღებულობენ ინფორმაციებს. მე მხოლოდ ერთადერთ რამეს ვეუბნები ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ეს არის ის, რომ თუ საზოგადოებაში შეიქმნა განცდა, რომ არადაბალანსებული არის კრიტიკა, თუ გაჩნდა ასეთი შეგრძნება და დამოკიდებულება საზოგადოებაში, ეს აისახება ნეგატიურად სწორედ ჩვენს მთავარ ორიენტაციაზე და ეს არ უნდა დავუშვათ. ეს არის ჩემი გაფრთხილება ამ შემთხვევაში. კრიტიკა გასაგებია, საჭიროც არის და ჩვენ სულ ვიყავით ამ რეჟიმში, რომ უცხოეთიდან გვქონდა ეს შენიშვნები, კრიტიკა და ა.შ. ასე რომ, ეს არაფერი გამორჩეული არ არის და არც უნდა მივიჩნიოთ, რომ ეს არის გამორჩეული, მაგრამ ბალანსი არის საჭირო და აუცილებელი" - თქვა პრეზიდენტმა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების გამო, საქართველოს ხელისუფლება ბოლო პერიოდში ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორებმა რამდენჯერმე გააკრიტიკეს.

კომენტარები