სამთავრობო პროპაგანდა

ჩუგოშვილი: ანტიდასავლური განცხადებები კონგრესმენების წერილის მერე გახდა თვალშისაცემი

ეს ენერგია, ეს რესურსები, ეს თანხები, ეს ადამიანები, რომლებიც ამაში არიან ჩართული, რეალურად საქმეში რომ გამოვიყენოთ და გამოვიყენოთ სწორი რეფორმებისა და სწორი ნაბიჯების გადადგმაში, რეალურად უკეთესი იქნება ყველასთვის. ატლანტიკური საბჭო არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი think tank, ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც საკმაოდ სიღრმისეულად არის დაკავებული საქართველოს საკითხების შესწავლით და კვლევით. იქ არის ბევრი ადამიანი, რომელიც კარგად და კომპეტენტურად იცნობს ჩვენს ქვეყანას და წლებია, თვალ-ყურს ადევნებს. რომ არ მოგატყუოთ, ანტიდასავლური და ცოტა საჩოთირო განცხადებები ჩემთვის ბოლო პერიოდში გახდა თვალსაჩინო, მას შემდგომ, რაც კონგრესმენების წერილი იყო. მაშინ მომხვდა თვალში ასე მკაფიოდ გაკეთებული განცხადებები , რომლებიც ჩემთვის უცნაური იყო ძალიან იმიტომ, რომ ასეთი არ მახსოვს მანამდე, რომ არ მოგატყუოთ. იდენტიფიცირებადიც ახლა უფრო გახდა, თუმცა სოციალური ჯგუფი რომ არსებობდა და მუშაობდა, ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მქონდა. 

თამარ ჩუგოშვილი "ტელეკომპანია პირველის" დღის ამბებში facebook-ისა და ატლანტიკური საბჭოს მიერ გამოვლენილი ასობით ყალბი ანგარიშის შესახებ საუბრობდა.

კომენტარები