სამთავრობო პროპაგანდა

ტროლების და ბოტების ქარხნის გასვენება - აქცია-პერფორმანსი ქართული ოცნების ოფისთან

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა დღეს, 24 დეკემბერს, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

როგორც აქტივისტები მედიასთან საუბარსი განმარტავენ, მათ ამ პერფომანსით "გასვენება მოუწყეს ტროლებისა და ბოტების ქარხანას".

"ჩვენ მოვედით აქ, რომ დავცინოთ ქართულ ოცნებას, რადგან ამდენი წლის განმავლობაში ქვეყანას, ფაქტობრივად, მართავდნენ ტროლების და ბოტების გამოყენებუთ, რომელიც მხოლოდ ერთ რამეს ემსახურებოდა, რომ ქვეყანაში ყოფილიყო სიძულვილი და მოეტყუებინათ ხალხი, რაც არის სრულიად რუსული პრაქტიკა", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.

ცნობისთვის, Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. 

გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.

კომენტარები