მსახიობებს თავიანთი როლების შესასრულებლად ბევრ დათმობაზე უწევთ წასვლა. ზოგჯერ, ისინი საკუთარ ჯანმრთელობასაც ივიწყებენ და რას აღარ აკეთებენ: წონაში იკლებენ/იმატებენ, ფსიქიკურ ტრავმებს იღებენ, გაურკვეველ ადგილებში დაძვრებიან...თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი მათგანი რეჟისორების გარკვეულ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს. ამჯერად , გაგაცნობთ მსახიობებს, რომლებმაც კამერის წინ გაშიშვლებაზე უარი თქვეს.
ჯულია რობერტსი
ჯულია რობერტსი კამერის წინ გაშიშვლებაზე უარს აცხადებს. მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: "ვინც არ უნდა მთხოვოს, იცოდეს, რომ ამას არ გავაკეთებ და როგორც სამი შვილის დედა, ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა"

ფოტო: businessinsider
სემიუელ ელ ჯექსონი
იყო პერიოდი, როდესაც სემუელ ელ ჯექსონს თავისი სხეული კამერისთვის უჩვენებია, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ის გაშიშვლებაზე ყოველთვის უარს ამბობს და დუბლიორს ითხოვს.

ფოტო: businessinsider
სარა ჯესიკა პარკერი
სარა ჯესიკა პარკერი საკულტო სერიალის "“Sex and The City” მსახიობებს შორის ერთადერთია, რომელიც ეკრანზე შიშველი არ გამოჩენილა.

ფოტო: businessinsider
ჯესიკა ალბა
"არ მინდა ბაბუამ და ბებიამ ჩემი მკერდი ნახონ, ეგაა და ეგ. შობას ძალიან უხერხულად ვიგრძნობ თავს. თანაც, ბევრი სიშიშვლე ფილმში, მას ფასს არ მატებს." თქვა მსახიობმა.

ფოტო: businessinsider
ბლეიქ ლაივლი
როლებისთვის არც ბლეიქ ლაივლი შიშვლდება. მსახიობის თქმით, როდესაც ის ფილმში შიშველ მკერდს ხედავს, მხოლოდ მასზე ფიქრობს და სხვაზე ვერაფერზე, ამიტომაც, თვითონ ასეთი სცენების გადაღებას არასდროს დათანხმდება.

ფოტო: businessinsider





