არ არის ჩემთვის ამგვარი ანგარიშებისა და ტროლების შესახებ ცნობილი, თუმცა არის ცნობილი იმის შესახებ, რომ მაგალითად, არ ვიცი ვის მიერ შექმნილი ტროლები თუ ე.წ. Fake ანგარიშები, მიზანმიმართულად ბოლო 7 წლის განმავლობაში ეწეოდნენ იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის დისკრედიტაციას.
ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ იმ უსაზღვრო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც საქართველოშია და ეს არის ძალიან მისასალმებელი და კარგი, სოციალურ ქსელს ყველა, იქნება ეს ინდივიდი თუ რომელიმე ორგანიზაცია, თუ პოლიტიკური პარტია, იყენებდეს იმისთვის, რომ საკუთარი არგუმენტები გააცნოს საზოგადოებას.
მე მაგალითად, როგორც გითხარით, ვყოფილვარ ოპოზიციის მხრიდან Facebook-ზე ამგვარი ტროლების მსხვერპლი.
დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებდა, რომ მთავარი ტროლები ქუჩაში არიან და თქვენ საზოგადოებას, ცდილობენ ბოკერიები, სხვები და მათი ბელადი, რომელიც საზღვარგარეთ არის, მოგყიდონ ტყუილი.