თრეილერი

ბენედიქტ კამბერბეჩი, ენდრიუ სკოტი, რიჩარდ მედენი: ფილმის "1917" თრეილერი გამოვიდა

ტაბულა

რეჟისორ სემ მენდესსა და ოპერატორ როჯერ დიკინსს ბევრი შრომა დასჭირდათ, რომ პირველი მსოფლიო ომის მოვლენები ეკრანზე ავთენტურად და რეალისტურად აღედგინათ. 

ფილმის სიუჟეტი 1917 წლის შესახებ მოგვითხრობს, როდესაც გერმანელებმა, თითქოს და უკან დაიხიეს, ხოლო შეტევაში გადასულ ბრიტანელ ჯარისკაცებს სინამდვილეში მახე დაუგეს. ორ ჯარისკაცს 1600 ადამიანის გადარჩენა ევალება. 

ფილმში მთავარ როლებს ჯორჯ მაკკეი, დინ-ჩარლზ ჩიპმენი, ბენედიქტ კამბერბეჩი, კოლინ ფერტი, ენდრიუ სკოტი და რიჩარდ მედდენი ასრულებენ. 

კომენტარები