რუსეთი

პუტინი ოკუპირებულ დონბასზე: იქ საგარეო ჯარები არაა. მხოლოდ ადგილობრივი პოლიცია, სამხედროები

Euronews

"იქ [დონბასში] საგარეო ჯარები არაა. მხოლოდ ადგილობრივი პოლიცია და სამხედრო ძალებია, რომლესაც ადგილობრივები შეადგენენ," - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე. 

"მე სულ მეკითხებიან - საიდან აქვთ მათ ტანკები, არტილერია..? საიდან იღებენ ამას? სახელმწიფოს იმ სტრუქტურებისგან, რომლებიც მათ მიმართ სიმპათიით არიან განწყობილნი," - თქვა პუტინმა. თუმცა, ის იმასაც აღნიშნავს, რომ ეს მათი, დონბასის ტექნიკაა და არა უცხოური.

მისი თქმით იქ ასევე არიან ფრანგები და გერმანელები, რომლებიც, როგორც ერთ ისე მეორე მხარეს იბრძვიან. 

რუსეთის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ უკრაინამ ცნო სეპარატისტი ლიდერების ხელმოწერა მინსკის შეთანხმებით:

"პოროშენკომ მოითხოვა, რომ არაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებს მინსკის შეთანხმებაზე ხელი მოეწერათ. ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ ხელი მოეწერათ. ამიტომ, უკრაინა თავად ცნობს მათ არსებობას".

პუტინმა განაცხადა, რომ კრიზისი მორჩება მაშინ, როდესაც უკრაინის ლიდერები მიატოვებენ მათ "არასწორ მიდგომას" ძალის გამოყენებაზე და დიალოგის გზას დააგდებიან. მისი თქმით, უკრაინელ ლიდერებს პირდაპირი დიალოგი უნდა გაემართათ დონბასთან, სადაც სეპარატისტებს სწორედ რუსეთი უჭერს მხარს.

შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი დონბასის რეგიონში უკვე მეექვსე წელია მიმდინარეობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერილმა პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. 2014 წლის აპრილიდან დღემდე კონფლიქტს დაახლოებით 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 30 000 დაშავდა. რუსეთი სამხედრო ძალითა და იარაღით ეხმარება დონბასის სეპარატისტებს.

კომენტარები