ავტოსაგზაო შემთხვევა

თბილისში, სატვირთოსა და მიკროავტობუსის შეჯახებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა

თბილისში, აეროპორტის გზაზე სატვირთო მანქანისა და ყვითელი მიკროავტობუსის შეჯახებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. ისინი სხვადასხვა ტრამვებით კლინიკებში გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები