მოზარდის თვითმკვლელობა

ვოლსკი: ძალადობრივი სისტემა, მათ შორის მცირეწლოვანებისადმი ძალადობის, დიდი ხანია დაინგრა

ძალადობრივი სისტემა, მათ შორის პატარა ბავშვებისადმი, მცირეწლოვანებისადმი ძალადობის სისტემა დიდი ხანია დაინგრა, ამაზე აშენდა ძალიან ეფექტური საკანონმდებლო ბაზა და სტრუქტურები. კონკრეტულ პოლიციელთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ეს კიდევ ერთხელ უნდა მოვიკითხოთ, ვინ დაუშვა ის, რომ იმ პერიოდში ბრალდებული პოლიციელი კვლავ იყო ოფისში. მაგრამ სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს ამ პოლიციელის დანაშაულების ხარისხზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. 

უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმის შესახებ საუბრობს.

კომენტარები