ერეკლე კუხიანიძე

კუხიანიძე: ქაქუცა ჩოლოყაშვილი ენკავედემ ქართული გენის გასანადგურებლად გამოიყენა

იცით რა, მე ეხლა ვეხები ისეთ თემებს, რომელმაც შეიძლება ვიღაცების გააფთრება გამოიწვიოს. მე გეტყვით ერთ რაღაცას - ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავისი არსით იყო გმირი, რა თქმა უნდა, მან იბრძოლა და ამ ბრძოლას შეეწირა, მაგრამ ქაქუცა ჩოლოყაშვილი ენკავედემ გამოიყენა ქართული გენის გასანადგურებლად. ანუ მათ იცოდნენ ამ აჯანყების შესახებ. ანუ მარტო გმირობა არ არის საკმარისი, რომ ქვეყანა გადაარჩინო.

ქაქუცა რასაც აკეთებდა, ეს იყო მისი გულის სურვილი, რომ გაეთავისუფლებინა მისი ქვეყანა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს გეგმა იყო გაშიფრული ენკავედეს მიერ, ის მიუშვეს და ხალხი, რომლის მობილიზაციაც მან მოახდინა, მათი უდიდესი ნაწილი დაიღუპა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო გმირი, მაგრამ მისი გმირობა გამოიყენა რაღაცა ძალამ, რომ გაენადგურებინა ქართველები

ქართული ოცნების და თბილისი საკრებულოს წევრმა, ერეკლე კუხიანიძემ ტვ პირველის ეთერში ქაქუცა ჩოლოყაშვილის ისტორიულ როლზე ისაუბრა.

კომენტარები