ერეკლე კუხიანიძე

კუხიანიძე: მთავრობა ყველაფერს აკეთებდა და გაფრინდაშვილის ოჯახი მძიმე შეტევაზე გადავიდა

მე მის [ვაჟა გაფრინდაშვილის] შეფასებაში არ შევსულვარ. ჩემი გულისწყრომა და ეს რეაქცია გამოიწვია იმან, რომ იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო, ამ შემთხვევაში მთავრობას ვგულისხმობ, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს ადამიანი როგორმე გამოეხსნა ამ ხლართებიდან, ოჯახი გადავიდა ძალიან მძიმე შეტევაზე.

ეხლა ვიღაცისთვის შეიძლება ეს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ მე, როგორც ამ სიტუაციებში კარგად ჩახედული, ძალიან კარგად ვხედავ, რას ნიშნავს ეს დარტყმა ქართულ ოცნებაზე, რომელიც ისედაც დასუსტებულია, რომელიც განიცდის მუდმივ, სრულიად ამაზრზენ და ზღვარგადასულ შეტევებს

ქართული ოცნების თბილისის საკრებულოს დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე TV პირველთან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის გინებაზე.

კომენტარები