NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ერეკლე კუხიანიძე

"თქვას, რომ იხდის ბოდიშს და მიდის საკრებულოდან" - კუხიანიძის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ორშაბათი, 16 დეკემბერი, 2019 - 12:08
ტაბულა
tbl.ge/4afb
დაკოპირდა
ტაბულა

"დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ", - ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტები თბილისის საკრებულოსთან აქციას მართავენ. ერეკლე კუხიანიძის გამონათქვამებს აპროტესტებს "სირცხვილია", შეცვალე", და ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა. ელისაშვილის თქმით, "არ შეიძლება, ერეკლე კუხიანიძე იყოს თბილისის საკრებულოს წევრი იმ განცხადების და იმ პოზიციის მერე, რაც მან გამოთქვა ცხინვალის ციხეში დატუსაღებულ ჩვენს საამაყო ექიმთან დაკავშირებით".

"ამ კაცმა საკრებულო უნდა დატოვოს, საერთოდ როგორ შედის ამ შენობაში, როგორ ბედავს იქ ყოფნას, ამოვიდეს თავის ფეხით, თქვას, რომ იხდის ბოდიშს და მიდის საკრებულოდან, არ შეიძლება, ჩვენი გადასახადებიდან გადახდილი ფულიდან ხელფასს იღებდეს ეს არამზადა" - ამბობს ელისაშვილი.

ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "პროვოკატორები", "იდიოტები" უწოდა და აგინა.

ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოების აღშფოთებულ ნაწილს "ღრმა ფსიქიკური აშლილობის" დიაგნოზი დაუსვა და თქვა, რომ "ვინც იგნორირებას უკეთებს დასავლეთის რჩევას, ურთიერთობები დავალაგოთ რუსეთთან, პროვოკატორად და ქვეყნის მტრად" მიაჩნია.

ასევე, თბილისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, ერეკლე კუხიანიძე, 2019 წლის 20 ივნისს Facebook-ზე წერდა, რომ ვინც რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს "ფიზიკურად შეეხო - ის არის საქართველოს მტერი და სასტიკად დასასჯელია".

ერეკლე კუხიანიძეალეკო ელისაშვილიქართული ოცნება

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2019 - 12:01კუხიანიძე: საქართველოში სისტემური დემოკრატიის ერთადერთი შემომტანი ვიყავი მე
  • სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2019 - 11:11კუხიანიძე: ყოველდღე, დილა-საღამოს ბოდიში უნდა ვიხადო? რაღაც კატეგორია აყვირდა, მერე რა?
  • ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2019 - 14:01კუხიანიძე: თუ ვინმე გადავიდოდა და კაცურად დაელაპარაკებოდა, გაფრინდაშვილს გამოუშვებდნენ
  • ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2019 - 13:49კუხიანიძე ოცნებაზე: თავიდან მაღალი სიმაღლეებიდან დამირეკეს, რომ მხარს მიჭერდნენ
  • ოთხშაბათი, 18 დეკემბერი, 2019 - 17:22კუხიანიძე უმრავლესობის დატოვებაზე: პატივს ვცემ მათ ნებას, რჩებიან ჩემს მეგობრებად

კომენტარები

ბოლო სიახლეები

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 16:53

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა

BOG - ქართველი მოჭადრაკეების მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე (რ)
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 15:59

BOG - ქართველი მოჭადრაკეების მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე (რ)

კიევი ევროკავშირის წევრობის გზაზე წინ მიიწევს – EU-მ მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 15:29

კიევი ევროკავშირის წევრობის გზაზე წინ მიიწევს – EU-მ მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

უკრაინამ აზოვის ზღვაში კიდევ 11 რუსულ გემზე მიიტანა იერიში
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 15:16

უკრაინამ აზოვის ზღვაში კიდევ 11 რუსულ გემზე მიიტანა იერიში

საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 15:15

საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕