ქრთამის აღება

ქრთამის აღებისთვის თეთრიწყაროს მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი დააკავეს

huffingtonpost

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელი დააკავა. დაკავებული ლაშა ქ. მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსია.

გამოძიების ინფორმაციით, ლაშა ქ-მ თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, თურქეთის მოქალაქეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები